spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო...

სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს, – ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნული.

მანამდე, საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“.

როგორც საკითხის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში.

​დადგენილების თანახმად, პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე უნდა განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში.

ბოლო სიახლეები