spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის „გარშემო...

მიხეილ სააკაშვილი: ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის „გარშემო აქტიურ“ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს

„ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის „გარშემო აქტიურ“ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს.

ამ ეტაპზე „იმპიჩმენტის“ მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა „იმპიჩმენტი“ ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ევროკავშირს მართლაც გადაწყვეტილი აქვს გარკვეული დათქმებით სტატუსის მინიჭება და ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს.

მომავალ არჩევნებში „ოცნება“ რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას.

ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია, მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ „პიჯაკების საქმეზე” საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით „საიდუმლოს” არ მოხსნაზე.

ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს.

ეს არ ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმას” და რამდენიმე სხვა გამონაკლისს.

ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზეგინდელ აქციას მთლიანად მხარს ვუჭერ! ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური! ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

ეს მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს.

დღევანდელ არეულ მსოფლიოში საქართველო თავს გადაირჩენს მხოლოდ იმით თუ დღევანდელ სტატუს-კვოს შევცვლით, რომელიც ასუსტებს და შიგნიდან ანადგურებს ქვეყანას!“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ბოლო სიახლეები