spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვაჯუანშერ ბურჭულაძე: ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“...

ჯუანშერ ბურჭულაძე: ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.

„კოდექსით დავარეგულირეთ არაერთი ხარვეზი. მინდა, გამოვყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოდექსმა დაარეგულირა. ეს არის ის, რომ წვევამდელთა სამსახური იქნება მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მომავალი წლიდან წვევამდელთა სამსახური არსებითად შეცვლილი იქნება. ასევე, დარეგულირდა სამხედროებისთვის სოციალური გარანტიები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ოფიცერთა შემადგენლობა და მათ ჰქონდეთ გარანტირებული პირობები,“ – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ამ კონტექსტით, თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით სამხედროების საყოფაცხოვრებლო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მინისტრის განმარტებით, სამუდამოდ აღმოიფხვრა ნაკლოვანებები, რაც უკავშირდებოდა ფიქტიურ „რელიგიურ ორგანიზაციებს“, რომლებიც ხელს უწყობდნენ წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში.

„ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციები დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების სექტორისთვის. პირობითად, 90% ვისაც უნდოდა თავის არიდება სავალდებულო სამსახურისთვის, იყენებდა ამ საშუალებას. ეს ხარვეზი ჩვენ გამოვასწორეთ და, იმედია, ამის ირგვლივ გავერთიანდებით“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბოლო სიახლეები