spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დიდი ხანჩალის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დიდი ხანჩალის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილეები: ვაგინაკ არზუმანიანი, გეორგი ჩაპანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს წევრები გიორგი ზმოიანი, სერგეი ადუმიანი, მაკსიმ პოდოსიანი 17 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდი ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულეში, სადაც წარადგინეს ანგარიში მოსახლეობის წინაშე სოფლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლები.

საკრებულოს წევრებმა გიორგი ზმოიანმა, სერგეი ადუმიანმა, მაკსიმ პოდოსიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სათითაოდ წარუდგინეს დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნენ.

ბოლო სიახლეები