spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა ჯიგრაშენისა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა ჯიგრაშენისა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილეები: ვაგინაკ არზუმანიანი, გეორგი ჩაპანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს წევრები შირაზ ხოდიკიანი, ნვარტ ღუკასიანი, სამველ დარბინიანი, არარატ ეგნატოსიანი 13 ოქტომბერს ჯიგრაშენსა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის წინაშე სოფლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლები.

საკრებულოს წევრებმა შირაზ ხოდიკიანმა, ნვარტ ღუკასიანმა, სამველ დარბინიანმა და არარატ ეგნატოსიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სათითაოდ წარუდგინეს დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნენ.

ბოლო სიახლეები