spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკა2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 12.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი იყო – ზრდამ 18.3 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

ბოლო სიახლეები