spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვათავდაცვის სამინისტრომ და „იურიდიული დახმარების სამსახურმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თავდაცვის სამინისტრომ და „იურიდიული დახმარების სამსახურმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფასო იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.

ბოლო სიახლეები