spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილეები: ვაგინაკ არზუმანიანი, გეორგი ჩაპანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი, საკრებულოს წევრები გრიგორ შამილიანი, ასტღიკ ალვანჯიანი, 10 ოქტომბერს დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის წინაშე სოფლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლები.

საკრებულოს წევრებმა გრიგორ შამილიანმა და ასტღიკ ალვანჯიანმა ადგილობრივ მოსახლეობას დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი სრულად წარუდგინეს.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნენ.

ბოლო სიახლეები