spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე: სკოლა...

ახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე: სკოლა „სახლში მიმყვება“ და უფლება არ მაქვს ის კარის ზღურბლთან დავტოვო

იამზე მსხვილიძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 სომხურენოვან საჯარო სკოლაში ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლად მუშაობა 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად ძალიან ნერვიულობდა, როცა ახალქალაქში მიდიოდა მუშაობის დასაწყებად, მაგრამ იქ ასული მალევე მიხვდა, რომ „ყველა პრობლემას კეთილგანწყობა და საქმისადმი სიყვარული ამსუბუქებს“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი იამზე მსხვილიძე

იგი ამბობს, რომ ერთდროულად მასწავლებელიც არის და მოსწავლეც, რადგან ყოველდღიურად მათთან ერთად იზრდება, სწავლობს და ვითარდება, საქართველოს სიდიადე და მრავალფეროვნება კი, სწორედ არაქართულენოვან სკოლაში მუშაობის დროს უფრო შეიგრძნო.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკა

მისი თქმით, მოსწავლეებიდან შეიძლება ყველამ სრულფასოვნად ვერ შეისწავლოს ქართული ენა, მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობები გაუზარდოს ქვეყანას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლა

იამზე მსხვილიძე აღნიშნავს, რომ პრობლემებიც და სირთულეებიც ბევრია, მაგრამ ჯავახეთში ჩასული მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მისია, დაუძლეველი არაფერია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლა

იგი ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად სათანადო საცხოვრებელი პირობების არქონას მიიჩნევს და ამბობს, რომ მასწავლებლებს უჭირთ ნორმალურ ფასად მოძებნონ მოწესრიგებული საცხოვრებელი ბინები, ამიტომაც „ახალქალაქის მასწავლებლის სახლის“ განხორციელების ინიციატივაზე ფიქრობს, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქართული ენის მასწავლებლებს ერთ სივრცეში კომფორტულად ცხოვრების საშუალებას მისცემდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი იამზე მსხვილიძე

GUARDIANGE-იმ რამდენიმე შეკითხვით მიმართა იამზე მსხვილიძეს.

GUARDIANGE: ქალბატონო იამზე, როგორ დაიწყეთ დილისკის №1 საჯარო სკოლაში მუშაობა?

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

იამზე მსხვილიძე: 10 წელი ვმუშაობდი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, ვიყავი მოწვეული მასწავლებელი და კათედრის ლაბორანტი. უნივერსიტეტში მუშაობისას დაიწყო ჩემი ურთიერთობა არაქართულენოვან სტუდენტებთან, მალევე, 2010 წელს მივიღე კონკურსში მონაწილეობა და ვარ არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი; ზურაბ ჟვანიას ადმინისტრირების სახელმწიფო სკოლის ტრენერი; ვმუშაობ ჯავახეთში, დილისკის №1 საჯარო სკოლაში, ვასწავლი სახელმწიფო ენას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

სახელმწიფო ენის სწავლება და სირთულეების გადალახვა ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელიც უდიდესი სიამოვნებით მივიღე. ეს იყო და არის გარემო, სადაც ყველა რესურსი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური, ორიენტირებულია მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და თემზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

სახელმწიფო ენის ფლობის პრობლემა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც აბრკოლებს ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ და სამოქალაქო ინტეგრაციას. სახელმწიფო ენის არცოდნა უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების პროფესიულ და კარიერულ წინსვლაზეც, ამიტომ, მათთვის მე და ჩემი კოლეგები, ჩემი პროგრამის მესვეურები, რომელებიც ამ საპასუხისმგებლო საქმეს ვემსახურებით, მათ ვაძლევთ განვითარების შანსს, ჩვენ ერთგვარ ხიდს წარმოვადგენთ ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

GUARDIANGE: როგორი იყო თქვენი პირველი წლები სკოლაში? მანამდე რა იცოდით ახალქალაქის მუნიციპალიტეტზე, რა იყო თქვენთვის უცხო და საინტერესო ახალ გარემოში? სად ცხოვრობდით, რა პირობებში?

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

იამზე მსხვილიძე: მეამაყება, რომ ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება სახელმწიფო საზღვარს იცავს, მე კი სახელმწიფო ენას ვასწავლი. მინდა გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი როცა აქ მოვდიოდი. მალევე მივხვდი, ყველა პრობლემას ამსუბუქებს კეთილგანწყობა და საქმისადმი სიყვარული. არაქართული სკოლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრმა არ იცის ალბათ, რა სირთულეებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული ჩასული მასწავლებლების საქმიანობა. მაგრამ ძალისხმევა და შრომა მაშინ არის უსარგებლო, როცა ვერ ხედავ ამ შრომის შედეგს. მე ერთდროულად მასწავლებელიც ვარ და მოსწავლეც, რადგან ყოველდღიურად მათთან ერთად ვიზრდები, ვსწავლობ და ვვითარდები, აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ – საქართველოს სიდიადე, მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნების სიკეთე აქ არაქართულ სკოლაში მუშაობის დროს უფრო შევიგრძენი. სხვანაირად გავიგე და ჩავწვდი ჩემი ქვეყნის სატკივარს, სხვანაირი ემოციით და მონდომებით შევეჭიდე სახელმწიფოებრივ საქმეს და არც თუ წარუმატებლად. მე მეაყება ყველა ჩემი განხორციელებული აქტივობა, პროექტი, ღონისძიება. ჩემი მიდგომაა, რომ ვასწავლო სიყვარულით, შევაყვარო ქართული ენა და ქართული კულტურა, ავუმაღლო მოტივაციით, რწმენა, რომ მას გამოუვა, შეძლებს დაბრკოლებების გადალახვას, რომელიც ასე ამუხრუჭებს მათ პროფესიულ წინსვლას. ეს ყველაფერი კი, უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

GUARDIANGE: როგორი იყო მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის დონე 10 წლის წინათ და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

იამზე მსხვილიძე: დაიხვეწა სწავლების მეთოდები, მიდგომები, მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახდნენ, გაიზარდა უნივერსიტეტებში ჩვენი კურსდამთავრებულების რიცხვი. ეს ყველაფერი კი ენის სწავლების მრავალფეროვანი მიდგომებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის დამსახურებაა. ხშირად საკლასო სივრცეში მრავალჯერადად აქტიური, მიზანმიმართული სავარჯიშოებით იმდენი შედეგი ვერ მიიღწევა, როგორც არაფორმალურ გარემოში ურეპეტიციო და ბუნებრივი გზით. მოსწავლეთა მოტივაციაზე ძალიან კარგად მოქმედებს განსხვავებული გარემო, ასევე, სპონტანური და იმპროვიზებული საკომუნიკაციო სიტუაცია ეხმარებათ გაააქტიურონ პასიური ლექსიკა და გამოიყენონ ის ავთენტურ სიტუაციაში. მოსწავლეებს დავანახვე, თუ რამდენად სახალისო და საინტერესო შეიძლება გახდეს სასკოლო გარემო და სასწავლო პროცესი, დავანახვე და ვაგრძნობინე ქართული ენის სწავლების საჭიროება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

ენის შესწავლა მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ენის ათვისებისას უამრავი ელემენტია გასათვალისწინებელი, მუდმივად ვაკონტროლებ პროგრესს და ვცდილობ, მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი მიდგომებით გავზარდო ენის შესწავლის მოტივაცია. როდსაც სახლში მივდივარ, სკოლა „სახლში მიმყვება“ და უფლება არ მაქვს ის კარის ზღურბლთან დავტოვოთ, რადგან ახალი დღე ახალი შემართებით უნდა დავიწყო, ჩემი მოსწავლეების თვალებში ცეცხლი ავანთო და ამ ცეცხლმა მერე მე გამათბოს. შეიძლება ყველამ სრულფასოვნად ვერ შეისწავლოს ენა, მაგრამ მიხარია, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობებს ვუზრდი ქვეყანას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

GUARDIANGE: რამდენად შედეგიანია თქვენი და თქვენი კოლეგების – ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლების – არაქართულენოვან სკოლაში მუშაობა და რაში აისახება ეს?

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

იამზე მსხვილიძე: ჩვენი პროგრამა „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ ერთგვარ პულსის ფუნქციას ასრულებს არაქართულენოვან სკოლებში, ვზრუნავთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, ვატარებთ მეთოდურ ტრენინგებს, ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა ღონისძიებას, ასევე ვახორციელებთ გაცვლით პროგრამებს, სწორედ, მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლებას და მულტიეთნიკური კავშირების გაღრმავებას, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის საფუძველია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი პირველკლასელებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლა ნიშნავდეს მრავალფეროვან, მათვის საინტერესო და უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე

GUARDIANGE: რა სირთულეების წინაშე გიწვევთ გამკლავება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქართული ენის მასწავლებლებს? ალბათ, პირველ რიგში საცხოვრებელი პირობების მხრივ არსებობს პრობლემები?

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე

იამზე მსხვილიძე: როგორც აღვნიშნე, პრობლემები ბევრია, შესაბამისად, სირთულეებიც ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, შორს, ჯავახეთში ჩასული მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მისია, დაუძლეველი არაფერია. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, ამ მხრივ ბევრი პრობლემაა. მასწავლებლებს უჭირთ ადეკვატურ ფასად მოძებნონ მოწესრიგებული საცხოვრებელი – როგორც სოფელში, ასევე ქალაქში. მოგეხსენებათ, ჯავახეთის მკაცრი კლიმატი, იყო შემთხვევები, როცა მასწავლებლები ახალქალაქამდე მოსულან, მაგრამ დიდთოვლობის გამო, სოფლამდე გადაადგილება გაჭირვებიათ და სოფლამდე ვერ მისულან, ამიტომ ვფიქრობთ, „ახალქალაქის მასწავლებლის სახლის“ განხორციელების ინიციატივაზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე

ჩვენ, ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად ამ იდეაზე ვფიქრობთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლის სკოლაში ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ იქ სხვა სოფლებიდან მოსული მასწავლებლებისთვის დღემდე ფუნქციონირებს მასწავლებლებისთვის საცხოვრებელი, იმდენად მოვიხიბლე, რომ სურვილი გამიჩნდა ახალქალაქშიც ყოფილიყო მსგავსი რამ, რადგან ამ ეტაპზე მე ჩემი საკუთარი მანქანით ყოველდღიურად ახალციხიდან გადავაადგილდები და მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ეს. ჩემს მდგომარეობაში არიან სხვა კოლეგებიც. აქედან გამომდინარე, „ახალქალაქის მასწავლებლის სახლი“ მოგვცემდა საშუალებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქართული ენის მასწავლებლებს ერთ სივრცეში, სოფლებთან ახლოს გვეცხოვრა ნორმალურ პირობებში.

GUARDIANGE-ის სტატია სათაურით – ახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან: არ მაქვს სინანულის განცდა იმისა, თუ რატომ არ გავხდი ექიმი და რატომ ავირჩიე მასწავლებლის პროფესია – ერთი რამ საერთოა, იქაც ადამიანებს უნდა დავხმარებოდი და აქაც – წაიკითხეთ აღნიშნულ ბმულზე.

ბოლო სიახლეები