spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისამართალირუსთავში ახალი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო

რუსთავში ახალი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო

რუსთავში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.

სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

ბოლო სიახლეები