spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან

ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ამ ძმობის განმტკიცების საქმეში.

„მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს ჩემს ძვირფას მეგობარს, ბატონ ილჰამ ალიევს. მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით ბატონო პრეზიდენტო, მივესალმებით თქვენს დელეგაციას, პატივცემულ სტუმრებს, ყველას. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დაწყებულ ტრადიციას, რომელიც უკავშირდება ხშირი ვიზიტების ორგანიზებას. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, გაბალაში. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე შარშან თქვენ იმყოფებოდით, დაახლოებით ამ დროს, საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხშირი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის და მე ძალიან მადლიერი ვარ. რა თქმა უნდა, შემდეგი ვიზიტი განხორციელდება ჩემ მიერ, ალბათ, რამდენიმე თვეში.

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა. ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ამ ძმობის განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები