spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვათავდაცვის კოდექსის შესახებ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის კოდექსის შესახებ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების ხელმძღვანელებისთვის თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო. მან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.

პრეზენტაციას ესწრებოდა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილიც.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების თანამშრომლებისთვისაც ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები