spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკასაქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა.

„2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკმა გასაყიდად გამოიტანა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით.

2023 წელს ეს მეხუთე აუქციონია, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად თანხა გამოიტანა. ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 126 750 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ბოლო სიახლეები