spot_img
Wednesday, December 25, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: 2013 წელს ივანიშვილმა ალასანიას უთხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზეო“......

მიხეილ სააკაშვილი: 2013 წელს ივანიშვილმა ალასანიას უთხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზეო“… ოჩამჩირეში სულ მალე იქნება ქართულ-უკრაინული ერთობლივი საზღვაო ბაზა და ლაზიკას პორტი

2013 წელს ივანიშვილმა ალასანიას უთხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზეო“. სწორედ ამიტომ, „როიალ კარიბიანის“ ტერმინალის და ლაზიკას პორტის პროექტის გაუქმება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც ოჩამჩირის პორტით დაგვირგვინდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დააკვირდით, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ ბჟანიას რომ არ წამოსცდენოდა, ვერც გავიგებდით. მოსკოვს ესმის, რომ ამ პროექტით აზიანებს თავის მარიონეტებს თბილისში, მაგრამ უკრაინაში წარუმატებლობა სხვა გზას არ უტოვებს, არა უშავს, ოჩამჩირეში სულ მალე იქნება ქართულ-უკრაინული ერთობლივი საზღვაო ბაზა და ლაზიკას პორტი, ქალაქიც აშენდება და ამ საზღვაო ბაზის მიერ საიმედოდ იქნება დაცული“, – აცხადებს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები