spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაგანათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.

ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ:

თბილისი

იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი

გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი

აჭარა

დირექტორობის მსურველმა პირმა სიაში საკუთარი თავი უნდა გადაამოწმოს უნიკალური ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:

  • დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
  • ცნობას ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
  • საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას.

ბოლო სიახლეები