spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიორიში სუნაკი: არ უნდა გვაიძულონ ვირწმუნოთ, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სქესის,...

რიში სუნაკი: არ უნდა გვაიძულონ ვირწმუნოთ, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სქესის, რაც მათ სურთ -კაცი კაცია და ქალი – ქალი

„კონსერვატიული პარტიის“ კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ „კაცი კაცია და ქალი  ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“.

კონფერენციისადმი მიმართვისას სუნაკმა თქვა: „არ უნდა იყოს სადავო მშობლებისთვის, იცოდნენ თუ რას ასწავლიან თავიანთ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ“.

„პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდესაც საავადმყოფოები საუბრობენ კაცის და ქალის შესახებ. ჩვენ არ უნდა გვაიძულონ ვირწმუნოთ, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სქესის, რაც მათ სურთ. მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“.

ბოლო სიახლეები