spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოაშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი „რესპუბლიკელი“ კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 210 წინააღმდეგი წავიდა. ამასთან, მაკარტის გადაყენებას კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ ეკუთვნით, 208 „დემოკრატთან“ ერთად 8 „რესპუბლიკელმა“ მისცა ხმა.

აშშ-ის ისტორიაში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გადაყენება პირველად მოხდა.

მაკარტის სპიკერობიდან გადაყენების ინიციატივით ფლორიდელი ულტრა-მემარჯვენე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, მეთ გეტცი გამოვიდა, რომელიც უკმაყოფილო იყო მისი თანაპარტიელის „ დემოკრატებთან“ კომპრომისით და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რითაც თავიდან იქნა აცილებული ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, თითქოს ის დათანხმდა საიდუმლო გარიგებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად.

მაკარტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის პალატის თავმჯდომარე, ის არ ნანობს არჩევანს, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობიდან გადაყენება და აღარ აპირებს ხელმეორედ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აღნიშნულ პოსტზე.

ბოლო სიახლეები