spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიონიკოლ ფაშინიანი: უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება

ნიკოლ ფაშინიანი: უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „სომხების გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად გრძელდება“.

როგორც მან სომხეთის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის აქტის“ გამო, „უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება“.

„ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამას არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად განხილება ისტორიისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამველ შახრამანიანმა 28 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (არცახის რესპუბლიკა) 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას წყვეტს.

არსებული მონაცემებით, ყარაბაღი უკვე 65 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ბოლო სიახლეები