spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკანიკა მელია: კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც 4 ადამიანთან...

ნიკა მელია: კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც 4 ადამიანთან პოლიტიკური სიტყვის გამო, კრიმინალური ანგარიშსწორებისთვის იჭრება კერძო საკუთრებაში

“კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც 4 ადამიანთან პოლიტიკური სიტყვის გამო, კრიმინალური ანგარიშსწორებისთვის, ფაქტობრივად საომრად და ადამიანის მოსაკლავად, იჭრება კერძო საკუთრებაში.
აკეთებს ამას დღისით, მეზობლებისა და ოჯახის წევრების დასანახად და “საჩვენებლად”.
ამის შემდეგ კი იჭერენ მხოლოდ 6 ადამიანს, რომელთა ადვოკატებიც ამბობენ, რომ “ნებისმიერ” თანხას გადაიხდიან გირაოდ.
“ნებისმიერი” თანხის იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლებას შეგინარჩუნებთ, “ნებისმიერი” თანხის იმედი გაქვთ, რომ სუსით დაშინებული “შპანები” ქალაქში ირბენენ და განსხვავებულ აზრს მუშტით ჩაახშობენ; “ნებისმიერი” თანხის იმედი გაქვთ, რომ თქვენ შვილებს სხვა “მოგონილ” რეალობაში აცხოვრებთ, სხვის შვილებს კი თქვენს რეალურ მოძალადე სახეს აყურებინებთ.
მაგრამ, ვერანაირ თანხად ღირსებას და კაცობას ვერ იყიდით, გამოგეცლებათ ძალადობაზე დაფუძნებული ძალაუფლება და არც პოლიტიკაში გაახსენდებით ვინმეს, და არც ქუჩაში გავლა “გესიამოვნებათ”…
ქალების და ბავშვების წინაშე ჩადენილ არაკაცობას არავინ, პირველ რიგში კი, ცხოვრება არ გაპატიებთ….
ღირსება და სიმართლე ვერც მუშტით მარცხდება და არც ფულზე იყიდება… თუ არ გაქვს ვერ გაიგებ რა საჭიროა, მაგრამ თუ გაქვს, იცი რომ ძალაა რომელიც ამ მანკიერ წრეს გაგარღვევინებს და გაგამარჯვებინებს”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები