spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაეროვნული ბანკი: 2023 წლის აგვისტოში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 409 მილიონი ლარით...

ეროვნული ბანკი: 2023 წლის აგვისტოში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 409 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 183 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 226.32 მლნ ლარით, ანუ 0.47%-ით გაიზარდა და აგვისტოს ბოლოს 48.02 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მლნ ლარით, ანუ 1.57%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 183.15 მლნ ლარით, ანუ 0.84%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.68 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 13.37 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელს 0.79%-ით ჩამორჩება.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.55%-ით, ანუ 139.22 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 25.53 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.07 პროცენტი შეადგინა და, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.60 პროცენტული პუნქტით.

ბოლო სიახლეები