spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ფარავანზე ხიდი შენდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ფარავანზე ხიდი შენდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ფარავანზე სამანქანე ხიდის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, აღნიშნული ხიდი სოფლის მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მიმდინარე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 708 925 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს კომპანია შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 ავთანდილ კაჭკაჭიშვილი” აწარმოებს.

მშენებლობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც, სოფლის მოსახლეობა მდინარე ფარავანზე უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები