spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს...

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, გამოდის, რომ ისინი ატყუებდნენ სამ მილიონ ამომრჩეველს

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამდენად დაშლილია ოპოზიცია, როდესაც საკუთარი პარტიის წევრებსაც კი, პარლამენტარებს არ ენდობიან და ამბობენ, არავინ შევიდეთ სხდომათა დარბაზში, რომ იქ ვიღაცამ მხარი არ დაუჭიროს იმპიჩმენტსო, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების შეფასებისას.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, გამოდის, რომ თავის დროზე ისინი ატყუებდნენ სამ მილიონ ამომრჩეველს.

„ერთმანეთსაც კი არ ენდობიან, ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არ მაინტერესებს ამ თემაში შესვლა, ჩვენთვის მთავარი იყო აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, მათი სახე დავინახეთ, როგორიც არის, ერთი, ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა, ისინი ძალადობდნენ კონსტიტუციაზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დღემდე აგრძელებენ, ამის გამოხატულებაა ისიც, რომ მართალია, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ არ აპირებენ იმპიჩმენტზე მხარდაჭერას. მეორე – ეს პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, გამოდის, რომ თავის დროზე ისინი ატყუებდნენ სამ მილიონ ამომრჩეველს, ოთხ მილიონამდე

საქართველოს მოქალაქეს. ეს სრული ლუსტრაციაა და მთავარი მიზანი იყო ლუსტრაცია და მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა არის ყველაფრის გაშიშვლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახის გაშიშვლება კიდევ ერთხელ და იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, მათი საერთო პატრონიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები