spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიონი ლარია.

სოფელ ორბელის საჯარო სკოლა

პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სოფელ ორბელის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი

დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთდ დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი.

სოფელ ორბელის საჯარო სკოლა

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 სკოლის დასრულდება დაგეგმილია 2024 წელს, ხოლო, CEB-ით დაფინანსებით, თბილისის 6 სკოლის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის 60 მილიონი ევროს მხარდაჭერით, უკვე დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, აშენდება და რეაბილიტირდება, სულ, 64 სკოლა. აქედან, 5 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ხოლო 15 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. დარჩენილ სკოლებზე, ტენდერები 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება.

სოფელ ორბელის საჯარო სკოლა

ფონდი განაგრძობს სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამას და 2024 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დაახლოებით, 200-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა.

ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები