spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოება13-15 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

13-15 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ფარავნის ტბა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, 2023 წლის ივნისი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი) 13 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 13 სექტემბერს დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 13-14 სექტემბერს იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექი, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 13 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,) 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, შესაძლებელია სეტყვა, 14-15 სექტემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი ი1ქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელჭექია მოსალოდნელი, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 13-14 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ბოლო სიახლეები